to top
вверх
UAeventUAevent
HackTBILISI - პირველი საერთაშორისო ჰაკათონი საქართველოში!
HackTBILISI - პირველი საერთაშორისო ჰაკათონი საქართველოში!
605 просмотров
Событие окончено
2014-12-19

HackTBILISI - პირველი საერთაშორისო ჰაკათონი საქართველოში!

<
ОПИСАНИЕ
სალამი უნიჰაკერებო! დღეს დიდი დღეა! დღე, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. დღე, რომელისთვისაც ბევრი ვიშრომეთ. დღე, როცა ყველანი კვლავ გავერთიანდებით იმის საკეთებლად, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. დღევანდელ დღეს ვხვდებით რწმენით, რომ მომავალს დღეს შევცვლით. რწმენით, რომ ენთუზიაზმს და ახალგაზრდულ ენერგიას ყველაფერი შეუძლია. რწმენით, რომ საქართველოს წარმატებული მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ მიწისძვრა ვართ. ჩვენ ვართ ქარიშხალი. ატომური ბომბი. მიწისძვრა, რომელიც ნგრევის ნაცვლად აშენებს. ქარიშხალი, რომელსაც საქმის სიყვარულით და ენთუზიაზმით შეუძლია ყველაფრის წალეკვა. ბომბი, რომლის აფეთქებაც ჩვენს ხმას მსოფლიოს გააგონებს. მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, hackTBILISI იწყება! ინსტრუქციები: — სად უნდა მოხვიდეთ — თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსზე — როდის უნდა მოხვიდეთ — ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება 16:00-ზე და დასრულდება 19:00-ზე. ვითვალისწინებთ, რომ პარასკევ დღეს ზოგიერთი შეიძლება მუშაობდეს, შესაბამისად წინასწარ შეტყობინების შემთხვევაში, პარასკევს გვიანობამდე დავარეგისტრიდებთ მათ, ვინც 16:00-19:00 შუალედში ვერ ახერხებს მოსვლას. — სად იქნება ადგილზე რეგისტრაცია — ადგილზე რეგისტრაცია იწარმოებს პირველ სართულზე, ფოიეში. — რა უნდა იქონიოთ თან — სტუდენტებმა: სტუდენტური ბარათი და/ან პირადობის მოწმობა სტუდენტის სტატუსის აღნიშვნით. — მოსწავლეებმა: მოსწავლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოსწავლის ბარათი — ყველამ: საკუთარი ლეპტოპი, დამტენი, გადამყვანი (სურვილის შემთხვევაში, თუმცა მაქსიმალურად იქნება ეს ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი), პირადი ჰიგიენის საგნები და ყველაფერი, რაც 3 დღის განმავლობაში დაგჭირდებათ. — სავალდებულოა ჰაკათონის პარალელურად გამართულ tech talk-ებში მონაწილეობა? — Tech talk-ებში მონაწილეობა სრულიად თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული. — შეუძლია თუ არა მონაწილეს ჰაკათონის განმავლობაში კამპუსის დატოვება — რა თქმა უნდა. მონაწილეებს შეუძლიათ ობიექტური მიზეზების გამო ჰაკათონის ტერიტორიის დატოვება და კვლავ დაბრუნება. — სად და როგორ უნდა გააგზავნოთ თქვენი პროექტი — პროექტების გასაგზავნ პლატფორმად კვლავ ვიყენებთ Challengepost-ს. ყველა მონაწილე ინდივიდუალურად უნდა დარეგისტრირდეს (თუ აქამდე არ დარეგისტრირებულა) ამ საიტზე. ჰაკათონის განმავლობაში გამოგეგზავნებათ hackTBILISI-ის challengepost-ლინკი და ინსტრუქციები, თუ როგორ ატვირთოთ პროექტი. — როდის უნდა დარეგისტრირდეთ გუნდად — პროექტის challengepost-ზე ატვირთვისას, თქვენი გუნდიდან მხოლოდ ერთი, ვიმეორებთ, მხოლოდ ერთი ადამიანი ტვირთავს პროექტს და ატვირთვისას შესაბამის ადგილას უთითებს საკუთარი გუნდის წევრების challengepost username-ებს. ამ პროცესზე დამატებით კვლავ გამოგეგზავნებათ ინსტრუქციები, რათა ყველაფერმა უპრობლემოდუმტკივნეულოდ ჩაიაროს. — ჰაკათონის წესები / როგორ ფასდება პროექტები — პარასკევს, გახსნისას დეტალურად იქნება საუბარი ჰაკათონის წესებზე და პროექტების შეფასების კრიტერიუმებზე. ეს ყველაფერი მოგვიანებით hackTBILISI-ის challengepost-ზეც დაიდება და გეცნობებათ ამის შესახებ. — პრიზები — პრიზების შესახებ ჰაკათონის გახსნისას გამოვაცხადებთ ——— ჰაკათონის სრული აჯენდა: hackTBILISI.com/agenda მისამართი: http://goo.gl/YKBqyo ხშირად დასმული შეკითხვები: http://hacktbilisi.com/#faq P.S. დამატებითი კითხვების შემთხვევაში: team@unihack.ge ——— "Here's to the crazy ones, the misfits, the rebels, the troublemakers, the round pegs in the square holes... the ones who see things differently -- they're not fond of rules... You can quote them, disagree with them, glorify or vilify them, but the only thing you can't do is ignore them because they change things... they push the human race forward, and while some may see them as the crazy ones, we see genius, because the ones who are crazy enough to think that they can change the world, are the ones who do." <3
ЛОКАЦИЯ
Дата и время ближайших мероприятий
Прошедшие мероприятия
19 Декабря Пятница 16:00
21 Декабря Воскресенье 16:00
Регистрация
ОРГАНИЗАТОРЫ
Women Techmakers Kyiv
ІТ КПІ

Проложить маршрут для автомобиля Проложить маршрут для общественного транспорта Проложить маршрут пешком Проложить маршрут для велосипеда